ძვირფასო კოლეგებო,
ძვირფასო სტუდენტებო,
საორგანიზაციო კომიტეტის სახელით გვაქვს პატივი მოგიწვიოთ ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა (თსუ) და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის (კსუ) მიერ ორგანიზებულ მე-2 საერთაშორისო სკოლა კონფერენციაზე - გამოყენებითი ბიომეცნიერებები და ბიოტექნოლოგია 2019, რომელიც გაიმართება 2019 წლის 1-5 აპრილს, თბილისში. გამოყენებითი ბიომეცნიერებებისა და ბიოტექნოლოგიის პირველი საერთაშორისო სკოლა წარმატებით ჩატარდა 2016 წელს თსუ-ს ინიციატივითა და ქართველი და უცხოელი პარტნიორების დიდი მხარდაჭერით.
ღონისძიება იმართება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის (SRNSFG) მხარდაჭერით. უნივერსიტეტებთან ერთად სკოლა-კონფერენციას უმასპინძლებენ პარტნიორი ორგანიზაციები: საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია (LMA), დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი (NCDC) და საქართველოს ბიოტექნოლოგიის ასოციაცია (GeBA). ღონისძიებაში მონაწილეობას იღებენ საქართველოსა და მსოფლიოს წამყვან ინსტიტუტებსა და კვლევითი ცენტრებში მოღვაწე ქართველი და უცხოელი მეცნიერები, რომლებიც წარმოადგენენ ბიოტექნოლოგიის დარგში მიმდინარე ინოვაციური კვლევის შედეგებსა და თანამედროვე მიღწევებს.
ღონისძიების მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში ბიოტექნოლოგიისა და გამოყენებითი ბიომეცნიერებების დარგის განვითარებასა და პოპულარიზაციას, ქართველ და უცხოელ მეცნიერთა შორის ცოდნისა და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებასა და ახალგაზრდა მეცნიერთა პროფესიულ ზრდას; სკოლა-კონფერენციის თემატიკა მრავალფეროვანია და მიზნად ისახავს წარმოაჩინოს ინოვაციური ბიოტექნოლოგიური გადაწყვეტილებების პოტენციალი ჩვენი საზოგადოების და პლანეტის სასიკეთოდ!
ღონისძიების კარი ღიაა ყველა დაინტერესებული მხარისთვის!
პატივისცემით,
საორგანიზაციო კომიტეტი
გამოყენებითი ბიომეცნიერებებისა და ბიოტექნოლოგიის პირველი საერთაშორისო სკოლა 2016