სკოლა
სკოლაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტების სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებების მიმართულებების დოქტორანტებსა და მაგისტრანტებს, ასევე საბაკალავრო საფეხურის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს. სტუდენტების შერჩევა განხორციელდება აკადემიური მოსწრების (GPA) რეიტინგისა და სამოტივაციო წერილების საფუძველზე.
მონაწილეობის მსურველები გთხოვთ, დარეგისტრირდეთ აბ ბმულზე მიმდინარე წლის 20 მარტამდე, ხოლო სამოტივაციო წერილი და აკადემიური მოსწრების (GPA) შესახებ ცნობა გამოგზავნოთ ელექტრონულ ფოსტაზე biotech@tsu.ge
სეზონური სკოლის მონაწილე სტუდენტების საბოლოო სია გამოქვეყნდება პორტალზე სიახლეების ველში 25 მარტს.
შერჩეულ სტუდენტთა სკოლაში მონაწილეობა სრულად დაფინანსდება პროექტის ფარგლებში.
კონფერენცია
კონფერენციაში მონაწილეობის მსურველები გთხოვთ, დარეგისტრირდეთ ამ ბმულზე 2019 წლის 31 მარტამდე ხოლო აბსტრაქტი გამოგზავნოთ ელექტრონულ ფოსტაზე biotech@tsu.ge 2019 წლის 20 მარტამდე;
რეგისტრაციის პირობები
სარეგისტრაციო თანხა |
ადრეული რეგისტრაცია 1 მარტამდე |
რეგისტრაცია 31 მარტამდე |
რეგისტრაცია ადგილზე |
რეგულარული ტარიფი |
50 ლარი |
100 ლარი |
130 ლარი |
სტუდენტური ტარიფი |
30 ლარი |
50 ლარი |
70 ლარი |
* კონფერენციის სარეგისტრაციო თანხა მოიცავს კონფერენციაში მონაწილეობას და აბსტრაქტის გამოქვეყნებას, საკონფერენციო მასალებისა და სერთიფიკატის მიღებას, ლანჩს და ყავა-ჩაის შესვენებებს.
საზეიმო ბანკეტი - ღირებულება 100 ლარი
სარეგისტრაციო თანხის გადახდა ხდება საბანკო გადარიცხვით, იხილეთ რეკვიზიტები.
კონფერენციაში მონაწილეობისა და საზეიმო ბანკეტზე დასწრების მსურველთა ელექტრონული რეგისტრაცია დასრულებად ჩაითვლება სარეგისტრაციო თანხის გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის დასკანერებული ვერსიის გამოგზავნის შემდეგ ელ-ფოსტაზე: biotech@tsu.ge
აბსტრაქტის გაფორმების წესი
აბსტრაქტი უნდა მომზადდეს ქართულ და ინგლისურ ენებზე. კონფერენციის აბსტრაქტები გამოქვეყნდება კონფერენციის შრომების კრებულში სტრუქტურა: აბსტრაქტის სათაური, ავტორის და თანაავტორთა სახელი, გვარი ინიციალებით, სამუშაო ადგილი (განყოფილება, დეპარტამენტი, ორგანიზაცია), ქალაქი, ქვეყანა. ავტორის ელ. ფოსტა.); შესავალი და კვლევის მიზანი, კვლევის მეთოდოლოგია, კვლევის შედეგები, დასკვნა. ფორმატი: მაქსიმუმ 300 სიტყვა ინგლისურენოვანი ვერსიისთვის, შესაბამისი ქართული თარგმანით; MS Word 2010-2013. შრიფტი - Sylfaen (ქართული აბსტრაქტისთვის), Times New Roman (ინგლისური აბსტრაქტისთვის), ზომა - 11, სტრიქონებს შორის ინტერვალი - 1, ტექსტის დაშორება გვერდის ზედა და ქვედა კიდიდან - 2.5 სმ, მარჯვენა კიდიდან -1 სმ, მარცხენა კიდიდან - 3 სმ.
|
ზეპირი მოხსენება რეგისტრაციისას მიუთითეთ ენა ქართ/ინგლ. მოხსენების ხანგრძლივობა: 15-20 წუთი, დამატებით დრო - 5-10 წუთი კითხვა-პასუხისთვის. ზეპირი მოხსენების ფორმატი: Power Point პრეზენტაცია
|
სასტენდო მოხსენება სასტენდო მოხსენება ნაბეჭდი სახით წარმოდგენილი უნდა იყოს ინგლისურ ენაზე. ზომები: 120 (სიმაღლე)×90 (სიგანე) სმ, პორტრეტის ორიენტაციით. ფონტი: ტექსტი წარმოდგენილი უნდა იყოს Times New Roman-ით, ტექსტის ზომა - მინიმუმ 24. |